საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა.
კეზერაშვილის ადვოკატის შოთა მინდელის განცხადებით თავდაცვის ყოფილ მინისტრს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ელექტრონულ სამაჯურს მოხსნიან.
დავით კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით გასული წლის 15 ოქტომბერს დააკავეს.