
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის, პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებს შეხვდა. ქეთევან ციხელაშვილმა 40-მდე ორგანიზაციის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობასა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით გამყოფ ხაზებზე შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის ბოლო დღეებში განსაკუთრებით გახშირებულ ფაქტებზე.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსი სამხედროების მიერ გამყოფ ხაზებზე საფორტიფიკაციო მოწყობილობების გავლება დაუშვებელია და არღვევს, როგორც საერთაშორისო შეთანხმებებსა და სამართალს, ისე ადამიანის უფლებებს.
”ხელისუფლება შექმნილ ვითარებაზე ყველა არსებული ბერკეტის გამოყენებით რეაგირებს. ერთის მხრივ, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის სრულად ინფორმირება და საკითხის მაქსიმალურად მწვავედ დაყენება, რათა ჩვენმა პარტნიორებმა მოახდინონ შესაბამისი ზეწოლა რუსეთზე. მეორეს მხრივ, ყველა შესაძლო ფორმატში, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთშორისო დისკუსიებზე, უშუალოდ რუსული მხარისგან მკაცრად მოვითხოვთ ამ ყოვლად მიუღებელი ქმედებების შეწყვეტას და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მოსახლეობა, რომელიც უშუალოდ ზარალდება ამ პროცესებით. რამდენიმე კვირაა, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენი უწყების კოორდინირებით უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უახლოეს დღეებში ადგილზე გაეცნობა ვითარებას, რათა მაქსიმალურად სწრაფად დავსახოთ შესაბამისი ეკონომიკური და სოციალური პროგრამები”, - განაცხადა ქეთევან ციხელშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა მესაზღვეებმა საოკუპაციო საზღვარი სოფელ დიცთან რამდენიმე დღის წინ გადმოსწიეს. ახალი მავთულხართები რუსმა ჯარისკაცემბა დიცში და დვანში გააბეს.