-
2019-07-04 17:17
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.