საერთაშორისო ძებნილი - ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვშია

Image

რუსული მედიაჯგუფი РБК იტყობინება, რომ უკრაინის უფლებამოსილებაშეჩერებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვის სიახლოვეს მდებარე ერთერთ სანატორიუმში იმყოფება.

 

გამოცემის ინფორმაციით, ასევე მოსკოვშია უკრაინის ყოფილი გენპროკურორი ვიქტორ ფშონკა.

 

РБК ინფორმაციას ერთერთ მსხვილ რუს მეწარმეზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მოსკოვში იანუკოვიჩი სამშაბათს, ღამით ჩავიდა, რის შემდეგაც ის დაცვამ და თანმხლებმა პირებმა ყოფილ სასტუმრო „უკრაინაში“ მიიყვანეს.

 

წყაროს თქმით, მე-11 სართულზე მდებარე ბარ-რესტორანში მთელი ღამის განმავლობაში იანუკოვიჩის თანმხლები პირები იმყოფებოდნენ, ხოლო თავად იანუკოვიჩი სასტუმროში დიდხანს არ დაყოვნებულა და მოსკოვთან ახლოს მდებარე სანატორიუმ „ბარვიხაში“ წავიდა, სადაც ამ დრომდე იმყოფება.

 

РБК წერს, რომ ინფორმაციის გადამოწმება სანატორიუმის ხელმძღვანელობასთან სცადა, სადაც განუცხადეს, რომ ასეთი პირი მათთან არ დარეგისტრირებულა, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, შესაბამისი შეკითხვის დასმის შემდეგ გამოცემის ჟურნალისტს უპასუხეს, რომ საგარეო უწყება საგარეო საკითხებითაა დაკავებული და არა ცალკეული მოქალაქეების ადგილსამყოფელის დადგენით.

 

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ვიქტორ იანუკოვიჩზე უკვე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !