ანტალიაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
სამართალდამცველებმა უნდა დაადგინონ რა გახდა 61 წლის ქეთევან ქათამაძის დახრჩობის მიზეზი. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საკონსულო.
ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ. შემთხვევის ადგილზე კი გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ქეთევან ქათამაძე სახლში თოკით დამხრჩვალი გუშინ ნახეს.