
"აფხაზეთის ხმა" გაფრთხილებთ: 18 წლამდე ასაკის და არამდგრადი ნერვული სისტემის მქონე პირებისთვის თანდართული ფოტოს ნახვა რეკომენდირებული არ არის.
ვიდეოპორტალზე ცოტა ხნის წინ ატვირთული საშინელი ვიდეომასალის ნახვა, რომელიც, აღწერილობის მიხედვით, კიევში 18 თებერვალს იყო გადაღებული, პორტალის ადმინისტრაციამ წაშალა. ვიდეომასალა რადის შენობის მეორე სართულიდანაა გადაღებული და მასზე ჩანს, როგორ მიაქვთ საკაცით ძალოვნებს თავმოჭრილი ადამიანის გვამი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გამოქვეყნდა რამდენიმე ინტერვიუ, სადაც მაიდნის აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ბერკუტელები და შინაგანი ჯარის წარმომადგენლები ადამიანებს არამარტო კლავენ, თავებსაც აჭრიან. მსგავსი კადრები დღემდე არ გავრცელებულა.