ქართული ჭაჭა ამერიკული ფესვებით - პენსილვანიის შტატში ქართველმა ბიზნესმენმა ალკოჰოლური სასმელების საწარმო "ლაზიკა" გახსნა

Image

ქართული ჭაჭა ამერიკული ფესვებით - პენსილვანიის შტატში ქართველმა ბიზნესმენმა ალკოჰოლური სასმელების საწარმო "ლაზიკა" გახსნა. საწარმოში  ამერიკული ბაზრისთვის ჭაჭას კალიფორნიული ყურძნისა და ქართული ტრადიციების შეზავებით დაამზადებენ.

 

 

ალკოჰოლური სასმელის საწარმო სახელწოდებით “ლაზიკა“ ქართველმა ემიგრანტმა დავით ცქიფურიშვილმა პენსილვანიის ქალაქ მორისვილში გახსნა. ქარხნის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულ საწარმოში დღეში რამდენიმე ტონა ჭაჭის დამზადება იქნება შესაძლებელი. ღვინო მფლობელს კალიფორნიიდან შემოაქვს, თუმცა მომავალში საქართველოდან იმპორტს არ გამორიცხავს.

 

პენსილვანიაში ქართველი ემიგრანტის საწარმოს გახსნაზე დღეს ვაშინგტონში, ნიუ-იორკში და ფილადელფიაში მცხოვრები ქართველები ჩავიდნენ. დავით ცქიფურიშვილმა ქარხნის პრეზენტაციაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიიწვია და ახლად აშენებული ქარხანა „ლაზიკა“ მას გაახსნევინა. ქარხნის მფლობელის თქმით, "ლაზიკა" ქართველთა სათვისტომოს შეკრების ადგილიც იქნება.

 

„ლაზიკაში“  დამზადებული არაყი სარეალიზაციოდ ამერიკის სპეციალურ ალკოჰოლის მაღაზიებში შევა, რადგან კანონით ამ ტიპის სასმელის გაყიდვა ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიებში არ შეიძლება. დავით ცქიფურიშვილი აპირებს ქარხანაშივე გახსნას სადეგუსტაციო ადგილი, სადაც ალკოჰოლის მაღაზიების მეპატრონეებს და ინდივიდუალურ კლიენტებს ქართული ჭაჭის გემოს და ხარისხის შემოწმება შეეძლებათ.

წყარო:რუსთავი2

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !