უკრაინული „ბერკუტი“ შესაძლოა, რუსეთის შსს-მ დაიქვემდებაროს

Image

„სპრავედლივაია როსიას“ ლიდერი აცხადებს, რომ უკრაინის „ბერკუტის“ წევრები რუსეთის შსს-ში უნდა დაასაქმონ. - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

 

მირონოვის განცხადებით, „იანუკოვიჩმა უღალატა საკუთარ ხალხს, როცა თავისი სასახლის ფანჯრებიდან ადევნებდა თვალს, როგორ კლავდნენ პირტიტველა ახალგაზრდა ბერკუტელებს და არანაირი ზომები არ მიიღო“.

 

მირონოვის თქმით, ყველამ ნახა კადრები, სადაც „ის ფაშისტები, რომლებიც ახლა ხელისუფლებისკენ მიილტვიან, როგორ დაუნდობლად კლავდნენ 17-18 წლის სპეცრაზმელებს“.

 

სერგეი მირონოვმა ასევე განაცხადა, რომ საჭიროა არამარტო უკრაინაში მცხოვრებ რუსებს, უკრაინელებსაც მიეცეთ საშუალება, სურვილის შემთხვევაში გახდნენ რუსეთის მოქალაქეები: „პასპორტები ყველაზე უნდა გავცეთ, მხოლოდ რუსებით არ შემოვიფარგლოთ“, - თქვა მან.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, არსებული მონაცემებით, 7 მილიონზე მეტი რუსი ეროვნების პირი ცხოვრობს.

სერგეი მირონოვი ასევე აუცილებლად მიიჩნევს, სპეცსამსახურებისა და შსს-ს ხელმძღვანელთა მონაწილეობით ჩატარდეს დუმის დახურული სხდომა, „რათა გავიგოთ, რა ელის სლავურ სამყაროს იმ სიტუაციაში, რომელიც ახლაა შექმნილი. არაა საჭირო სირაქლემის პოზიციის დაკავება, თამამად უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა მირონოვმა. ის ვარაუდობს, რომ უკრაინაში ბერკუტელების მასობრივი დევნა დაიწყება.

 

შეგახსენებთ, რომ მირონოვის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე არხანგელსკის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მზადაა, „ბერკუტის“ წევრებს პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !