რობერტ სტურუას აზრით უკრაინელები „ნამეტანი ბოროტი“ ხალხია

Image

რეჟისორი რობერტ სტურუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, უკრაინელებს კი „უცნაურ ხალხს“ უწოდებს:

 

„რა უცნაური ხალხი ყოფილან უკრაინელები: ეძებენ ქვეყნის პრეზიდენტს, რომ გაასამართლონ ჩადენილი დანაშაულის გამო - თავისუფლების შეზღუდვის, საკუთარი მოქალააქეების დარბევის, სისხლის ღვრის, ქურდობის, საკუთარი ოჯახის წევრების უკანონო გამდიდრების, უამრავი საპრეზიდენტო რეზიდენციების ქვეყნის ბიუჯეტის თანხებით აგების გამო?!...ეძებენ, რათა გაასამართლონ...თქვენ წარმოგიდგენიათ?!

 

 არა, ჩვენთვის ეს გაუგებარი რამაა! ახლა კიდევ, მომავალ პარლამენტში, მინისტრების სიებში არ ვიხილოთ ადამიანები, ვინც ადრე კრიმინალურ პრეზიდენტს ემსახურებოდაო?! არა, არა, აქეთ გადმოიხედეთ, ჩვენთან პირიქით, ჰუმანიზმი პირვლ რიგში! მკვლელი?რასაკვირველია, უნდა შევიბრალოთ,- ადამიანები არა ვართ? ვიღაცამ ვიღაცა გააუპატიურა(რა მოხდა - კაცია, თუ ქალი) - რატომ ბოროტდებით,ძმებო? კაცია და არ უნდა გავუგოთ?! ხოდა, ნახეთ რა ტკბილ შედეგებს მივაღწიეთ! მართალია, ისინი ჩვენ გვაბრალებენ იმ დანაშაულს, რაშიც ასე დაოსტატდნენ. ჩვენგან მოითხოვენ კაცთმოყვარეობას, ადამიანის უფლებების დაცვას, და ძალიან კარგი! ჩვენ პირდაღებულნი ვუსმენთ და ვსწავლობთ დემოკრატიის პრინციპებს. აი ვიღაც ლამაზი მომღერალი გაიძახის, მე მიყვარს მკვლელებიო, მეორე ლოგინში უწვება, ქურქი აჩუქეს.

 

ასე არ სჯობს?! ეს უკრაინელები კი რაღაც ნამეტანი ბოროტი ხალხი ყოფილა, ეტყობა ძალიან ვერ იტანენ საკუთარ ნაძირალებს... ტყუილად კი არ ჩავიდა მაიდანზე ჩვენი ეკს-ჭკვიანი კიევში, ალბათ აუხსნის რაა პოლიტიკა....ისწავლეთ, ისწავლეთ უკრაინელებო, თუ მშვიდობა გინდათ. კოჰაბიტაციასაც შეგახსენებს ევროკავშირის ვინმე პედოფილი თუ მექრთამე... და იცხოვრეთ ასე, ლამაზათ და ტკბილად: ჭამეთ ვარენიკები არაჟანში ამოვლებული და წიწაკიანი ჰორილკა დააყოლეთ... უხ, შენი, არ გვიჯერებენ, მაინც მოითხოვე იანუკოვიჩის დასჯას...მაშინ თავს დააბრალეთ, რაც მოგივათ..." - წერს სტურუა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !