რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია აქციებს იწყებს

Image

საქართველოს ხელისუფლებამ მოპარული არჩევნების შემდეგ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები შეზღუდა - ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ ისინი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, კომისიების თავიდან დაკომპლექტებასა და არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.

ვაშაძის განცხადებით, ამ მოთხოვნებით პარლამენტის წინ ხვალიდან პერმანენტული აქციები დაიწყება. 

„მინდა გამოვეხმაურო გახარიას განცხადებას, ჯერ იმაზე, რომ ვითომ ყვარელზე გზა გახსნილი იყო, ეს აბსოლუტურად ტყუილი იყო. როდესაც მივედით და ველისციხეში გაგვაჩერეს ადა ეს გვითხრეს, ნაწილი ჩვენი მანიფესტაციის მონაწილეები წავიდნენ და გაეჩხირნენ გრემთან, სადაც ისევე იყო გზა გადაკეტილი როგორც ყველგან.  უტიფარი სიცრუეა ეს.

"მობილიზებული იყო არნახული რაოდენობა პოლიციის, ვისი მუნდირიც შეურაცხყო ამ ხელისუფლება, გაოგნებული პოლიციელები იდგნენ და იყურებოდნენ გარშემო და ზონდერ ბრიგადები, რომელბმაც სასიკვდილოდ კინაღამ სცემეს შოთა დალაქიშვილი. ამისთანა ე.წ. ხელისუფლების ხელში ვიმყოფები. ყველა მეთოდი გადმოღებულია პუტინის რუსეთიდან. როდესაც ისტერიულად კივიან დემოკრატიაზე მათ მხედველობაში პუტინის სუვერენული დემოკრატია აქვს. აქედან გამომდინარე გაერთიანებული ოპოზიცია ადასტურებს ყველა მოთხოვნას, რომელიც გვქონდა წამოყენებული, კატეგორიულად მოვითხოვთ უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით.

"ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და შევიდეს პოლიტიკურ პროცესში და დაბრუნდეს კრიმინალური მეთოდებიდან პოლიტიკურ პროცესებში. მოვითხოვთ ყველას დასჯას, ვინც ბღუჯა-ბღუჯა ყრიდა ბიულეტენებს საარჩევნო ყუთებში, იმ პიროვნების დასჯას, რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორი, ყველა იმ პირის დასჯას ვინც გუშინ მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხნენ. ხვალიდან ვიწყებთ აქციებს, აქციები არ შეწყდება არცერთი დღე,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !