საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით Edison Research-მა ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
გამოკითხვები ალოკაციის მიხედვით და ალოკაციის გარეშე ჩატარდა. სრული ალოკაციით, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოკითხული რესპოდენტების პასუხებით, „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძე 31%-ით ლიდერობს.
კითხვაზე, "დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას" (ალოკაციის მიხედვით,) შედეგები ასე გადანაწილდა:
გრიგოლ ვაშაძე - 31%;
სალომე ზურაბიშვილი - 28%;
დავით ბაქრაძე - 14%;
შალვა ნათელაშვილი - 5%;
არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე - 16%;