ზაალ ანჯაფარიძე- ოპოზიცია არჩევნების წინ ცესკოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს

Image

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ცესკოს მიმართ ბრალდებებზე და პრემიერ მამუკა ბახტაძის პირადი მონაცემების ოპოზიიციის კანდიდატის საარჩევნო სიებში არსებობის შესახებ, ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.

 

 

რამდენად სერიოზულია ის სკანდალი, რაც ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ ააგორა მათი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში კერძოდ, პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ მონაცემთა ბაზაში პრემიერ ბახტაძის პირადი მონაცემების და ხელმოწერის არსებობასთან დაკავშირებით?

 


უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ პრემიერ ბახტაძის მიმართ აგორებულმა სკანდალმა, ერთ დღესაც ვერ იცოცხლა. ცესკომ დაადგინა, რომ თითქოსდა ბახტაძის ხელმოწერა, მისი პირადი მონაცემების დამადასტურებლად, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა რეალურ და ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებული ხელმოწერისგან. შესაბამისად, ეს პატარა ქარიშხალი ჭიქაში საარჩევნო პროცესზე ზეგავლენას ვერ იქონიებს.

 


როგორც ცნობილია, გასულ წლებში მამუკა ბახტაძის პირადი მონაცემები „ნაცმოძრაობამ “ გამოიყენა. შესაბამისად, ის როგორც ჩანს, კიდევ არის ამ პარტიის მონაცემთა ბაზაში და სავარაუდოდ გადაინაცვლა უკვე „ძალა ერთობაშია“ კოალიციის მონაცემთა ბაზაში. იმისათვის, რომ ვარაუდების დონეზე არ ვისაუბროთ, მოკვლევა ან გამოძიება უნდა ჩატარდეს.
გაისმა ბრალდებები რომ ეს, სუს-ის და ცესკოს ერთობლივი პროვოკაციაა.

 


ვფიქრობ, რომ ასეთი მოკლევადიანი სკანდალები შემდგომშიც იქნება ამ პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო სტრატეგიის შემადგენელი. ცესკოს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობა არჩევნების წინ. რისთვის სჭირდებათ ეს, პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანისათვისაც გასაგებია. ლოგიკურად გაჩნდება კითხვა, რა უნდა მოიმოქმედონ სახელმწიფო ინსტიტუტებმა და მათ შორის ცესკომ ? ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტია ყველა ბრალდების მყისიერად გაქარწყლება ან, თუ რამე დარღვევას აქვს ადგილი, მყისიერი გამოძიება. მნიშვნელოვანია მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება, რაც როგორც ვხედავთ, კეთდება კიდეც, რადგან ცესკოს, წინასაარჩევნოდ ამდენი ბრიფინგი კარგა ხანია არ გაუმართავს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !