საპარლამენტო ოპოზიცია ახალ მთავრობას მხარს არ დაუჭერს

Image

პარლამენტი მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში წარდგენილი მინისტრების მოსასმენად და მათთვის ნდობის გამოსაცხადებლად ემზადება, უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს.

 

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ძალოვანი მინისტრები, მათ შორის თეა წულუკიანი თანამდებობაზე რჩება. რაც შეეხება ახალ სახეებს, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დასახელებული მინისტრობის კანდიდატების მიმართ ნდობა არ არსებობს, რადგან მათ შესახებ მინისტრად წარდგენამდე არაფერი სმენიათ. "ევროპული საქართველოს" დეპუტატებს მთავარი კითხვები სწორედ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან ექნებათ.

 


„ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს არ ვიცნობდი. ბუნებრივია, მაინტერესებს მათი ხედვა, როგორც გადასახადების დაწევასთან დაკავშირებით, ისე აპირებენ თუ არა გადასახადების დაწევას, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და დავძლიოთ ის უმუშევრობა და სიღარიბე არაც ქვეყანაშია.
ჯერჯერობით ეს მათგან არ მოგვისმენია და ეს არის ყველაზე მთავარი კითხვა, ისე როგორც მთავარი კითხვა, ფინანსთა მინისტრი რამდენად აპირებს სწორად გადაალაგოს ბიუჯეტი , იმისათვის, რომ პენსიები გაიზარდოს და ჩვენ ამის რესურს ვხედავთ უკვე არსებულ ბიუჯეტში“- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ოპოზიციამ ახალ სახეებს მაღალ თანამდებობებზე შემთხვევით მოხვედრილები უკვე უწოდეს და დააანონსეს, რომ ეკონომიკური გუნდის ცვლილების პარალელურად ახალ მთავრობას პირველი ჩავარდნა სწორედ ამ მიმართულებით ექნება.

 


„ახალ მინისტრთა კაბინეტზე შეიძლება ერთი რამე ვთქვათ, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ეს არის თეა წულუკიანი, რომელიც არ შეიცვალა და საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად დარჩა თანამდებობაზე. ეს არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომ ბიძინა ივანიშვილს არაფრად არ აინტერესებს საზოგადოების აზრი,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

 


საკომიტეტო მოსმენების შემდეგ მინისტრებს საპარლამენტო უმცირესობა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ მოუსმენს.
მთავრობის წევრების საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში ორ დღეს გაგრძელდება, პარლამენტი ახალ სამთავრობო გუნდს ხვალ დაამტკციებს.
წყარო:რუსთავი2

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !