ორფოლოს პოლიგონზე შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის „დანა“ ბატარეისა და ამავე ბრიგადის 21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის საველე სწავლება დასრულდა.
ორკვირიანი საველე სწავლება ჯავშანსატანკო ეკიპაჟების მომზადებას, ასევე საარტილერიო ქვედანაყოფის წვრთნასა და შეფასებას ითვალისწინებდა.
საველე სწავლება საკვალიფიკაციო სროლებით დასრულდა. სამხედრო მოსამსახურეებმა მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
II ქვეითი ბრიგადის საარტილერიო და ჯავშანსატანკო ქვედანაყოფები გეგმურ საველე სწავლებებს მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შესანარჩუნებლად მომავალშიც გააგრძელებენ.