-
2014-02-22 13:22
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი დავით ჟვანია აცხადებს, რომ უკრაინას რუსეთისგან არასდროს არანაირი სარგებელი არ მიუღია:
„რუსეთმა ხელში ჩაიგდო აფხაზეთი, ოსეთი და ეს ორი ულამაზესი რეგიონი დაამსგავსა უდაბნოს...როგორ ფიქრობთ, უკრაინას აღორძინებას უპირებს?“, – იკითხა ჟვანიამ „მეხუთე არხის“ ეთერში.
დეპუტატი იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის ციხიდან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. ამასთან, დავით ჟვანია თვლის, რომ იუშენკოსთან და იანუკოვიჩთან დაპირისპირების შემდეგ ტიმოშენკომ თავი ამოწურა დიდ პოლიტიკაში და მან გზა ახალგაზრდებს უნდა დაუთმოს.