ვანო მერაბიშვილი – „უმადური შვილი და ეგოისტი მამა“ – ბოდიშს იხდის

Image

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა 21 თებერვალს საქალაქო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირება ვერ იქცა მათი ხელისუფლების პრიორიტეტად, რასაც ახლა ის და მისი მეგობრები იმკიან კიდეც.

 

მისივე თქმით, სასამართლო პროცესების სახით „სპექტაკლში მონაწილეობას“ მხოლოდ იმისთვის დათანხმდა, რომ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან შეხვედრის საშუალება ჰქონოდა და ბოდიში მოუხადა მშობლებსა და შვილებს, რომლებისთვისაც ის „უმადური შვილი და ეგოისტი მამა“ აღმოჩნდა:

 

„ამ სპექტაკლში ამ როლის თამაშს დავთანხმდი ერთი მიზეზით, რომ სასამართლო პროცესებზე ჩემი ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, მეგობრებთან შეხვედრის საშუალება მქონოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი რამე ვერ გავაკეთეთ და, რა თქმა უნდა, ერთერთი ყველაზე დიდი შეცდომა ჩვენ ის დავუშვით, რომ სათანადო ყურადღება ვერ მივაქცეთ სასამართლოს რეფორმირებას.

 

ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ამ თემაზე და მთავარ პრიორიტეტად სამწუხაროდ, სასამართლო რეფორმა ჩვენთვის არ იქცა. სწორედ ამ შეცდომის მსხვერპლი ვართ მეც და ჩემი მეგობრებიც. მე მინდა მოვუხადო ბოდიში ჩემს მშობლებს, რომ აღმოვჩნდი უმადური შვილი და ჩემს შვილებს იმისთვის, რომ ვარ ეგოისტი მამა.

 

არც ადრე და არც დღეს, მე არაფერი არ გავაკეთე იმისათვის, რომ ჩემი მშობლებს ჰქონოდათ ტკბილი მოხუცობა და ჩემს შვილებს საშუალება - მამასთან გაზრდილიყვნენ. დანარჩენ შემთხვევაში, მე ვარ ძალიან ბედნიერი, რადგან მქონდა ყველაზე უფრო საინტერესო ცხოვრება, რაც შეიძლება ადამიანს საქართველოში ჰქონოდა.

 

მე ვარ ბედნიერი, რომ ვიყავი პირველ რიგებში ამ ბრძოლებში და მე დღეს რომ ვიყო თავისუფალი, ვიქნებოდი უბედური, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები, თანამებრძოლები სხედან ციხეში ან განიცდიან ზეწოლას. რა არის იმაზე უფრო სანატრელი, რომ მე ვიქნები და ვარ უკვე პატიმარი პუტინის და მისი ოლიგარქის ივანიშვილის“, – ამ განცხადების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომა დატოვა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !