
დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომლის გადაწყვეტილებით, თბილისის მერია უკრაინაში დაზარალებული მოქალაქეების დახმარების მიზნით, ექიმების გამგზავრებას დააფინანსებს.
აღნიშნული თხოვნით ექიმებმა თბილისის მერიას დღეს მიმართეს. თავად ექიმებმა უკრაინაში გამგზავრების სურვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოთქვეს და მოგვიანებით, ჯგუფიც შეკრეს.