
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ენმ-ს დამფუძნებელმა და უკრაინის ოპოზიციური გაერთიანების ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა თავის გადაცემაში Інша Україна(სხვა უკრაინა) სკანდალური დოკუმენტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ პეტრო პოროშენკო, იანუკოვიჩის მთავრობაში ყოფნის დროს, ოკუპირებულ აფხაზეთთან ვაჭრობდა და მას "ბოგდანის" მარკის ავტობუსების პარტია მიაწოდა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს დოკუმენტი მან სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა და მისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ამავე დროს, სააკაშვილს მიაჩნია, რომ პოროშენკომ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად განმარტება უნდა გააკეთოს.
შეგახსენებთ, პეტრო პოროშენკოს 2010-2014 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა.