
ქურთი სნაიპერი ქალი ISIS-ის მებრძოლის ტყვიას სასწაულებრივად გადაურჩა. შესაბამის ვიდეომასალას BBC ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრის მიერ ნასროლი ტყვია მცირედით ასცდება სნაიპერის თავს.
BBC-ის ცნობით, შემთხვევა ქალაქ რაქაში მოხდა, სადაც ქურთი და სირიელი მებრძოლები, რომელთაც მხარს უჭერს აშშ-ი, ISIS-ის მებრძოლების წინააღმდეგ იბრძვიან.
ვიდეოში ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი იცინის და მიმართავს მამაკაცს, რომელიც ვიდეოს იღებს: „საკმარისია, საკმარისია, შეწყვიტე გადაღება“.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი"