-
2014-02-21 12:16
კიევში დაღუპული „თავისუფალი ზონისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დათო ყიფიანს მეუღლე და ერთი წლის შვილი დარჩა.
შვილთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი „ფეისბუქის“ მის გვერდზეცაა გამოქვეყნებული. დღეს დათო ყიფიანის ოჯახის წევრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას ცხედრის გადმოსვენების ორგანიზებას სთხოვენ.
ამასთან, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება უკრაინაში საქართველოს ელჩის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს დათო ყიფიანი არა სნაიპერის ტყვიით, არამედ კლინიკური სიკვდილით გარდაიცვალა.