
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას პარლამენტში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი არ დაესწრება. ეს ინფორმაცია „აფხაზეთის ხმისთვის“ ამ წუთებში გახდა ცნობილი.
როგორც „აფხაზეთის ხმას“ შეატყობინეს, ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ და სხვა პირებმა, რომლებიც დილიდან იყვნენ მისული კოპიტნარის აეროპორტში, რათა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს დახვედროდნენ, აეროპორტი უკვე დატოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დამხვედრ პირებს საპატრიარქოდან შეატყობინეს, რომ კათოლიკოს–პატრიარქის განრიგი დილით შეიცავალა: ინფორმაციის მიხედვით, პატრიარქს მაღალი ტემპერატურა აქვს და ქუთაისში გაფრენისგან თავის შეკავება ექიმმა ურჩია.