
უკრაინის სხვადასხვა სამოქალაქო აეროპორტებიდან ევროპის ქვეყნებისა და ავსტრალიის მიმართულებით 64 სპეცრეისი აღრიცხეს, რომლებიც VIP პერსონებისთვის ჩატარდა.
ამის შესახებ ევრომაიდნის მიკრობლოგზე, „ტვიტერზე“ წერენ. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა დატოვეს ცნობილმა მომღერალმა და დეპუტატმა ტაისია პოვალიმ, „რეგიონების“ წევრებმა, ასევე „ჟულიანიდან“ ავსტრალიის მიმართულებით გაფრენას აპირებდა სპეცთვითმფრინავი, სადაც ვიქტორ იანუკოვიჩის ორი ვაჟიშვილი იმყოფებოდა, თუმცა, აქტივისტებმა, რომლებიც აეროპორტის ბლოკირების მიზნით მორიგეობენ, თვითმფრინავს აფრენის საშუალება არ მისცეს.