ევროპის ქვეყნების ქალაქებში ევრომაიდნის მხარდამჭერთა დემონსტრაციები გრძელდება. ევროპელები უკრაინას თანადგომას უცხადებენ.
ღამის საათებში ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევრომაიდნის მხარდასაჭერად 10 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. მათ დაგმეს ძალადობა კიევში და ევროინტეგრაციისკენ უკრაინელი ხალხის სწრაფვას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირეს.