-
2014-02-20 23:55
კიევში მიმდინარე შეტაკებებს კიდევ ერთი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის 22 წლის იგორ კისტენკოა.
კისტენკო გამოცემა SportAtlantic–ში მუშაობდა. მისი ცხედარი ოქტომბრის სასახლესთან იპოვეს. გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. კისტენკო მეორე ჟურნალისტია, რომელიც კიევში დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ მხოლოდ დღეს კიევში სნაიპერებმა 30–ზე მეტი ადამიანი მოკლეს. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ცნობა, რომ 15:00 საათის მონაცემებით, კიევში მიმდინარე შეტაკებების დროს სულ 67 ადამიანი გარდაიცვალა. არაოფიციალური მონაცემებით, დღეს მოკლული აქტივისტების რიცხვმა 100–ს მიაღწია.