
ის ბერკუტელები და „ტიტუშკები“, ვინც დღეს კიევში ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებული, ერთმანეთს ყვითელი სამკლაურებით ცნობდნენ.
ამის დამადასტურებელი ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. აქტივისტები წერენ, რომ „ტიტუშკები“ ყვითელი სამკლაურით ისევე არიან ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები, როგორც „ბერკუტისა“ და შინაგანი ჯარის ცალკეული წევრები.
ევრომაიდანზე მძევლად აიყვანეს 70–დე შინაგანი ჯარის წარმომადგენელინ და ჩხრეკის დროს მას ჯიბეში „მაკაროვის“ მარკის პისტოლეტის საბრძოლო ვაზნებით სავსე მჭიდი უპოვეს, ხოლო ერთ–ერთ სნაიპერს მკლავზე რუსეთის შსს–ს ნიშანი უპოვეს.