შინაგანი ჯარის ერთ–ერთ ჯარისკაცს, რომელიც კიევის ევრომაიდანთან აქტივისტებმა აიყვანეს, რუსეთის შსს–ს სამკლაური ნიშანი უპოვეს.
ნიშანი აქტივისტებმა ევრომაიდნის სცენაზე მდგარ წამყვანებს მიაწოდეს, რომლებმაც ეს ინფორმაცია უკრაინულ, რუსულ, პოლონურ და ინგლისურ ენებზე გააჟღერეს.
მოგვიანებით სამკლაურის ნიშანი ოპოზიციონერ დეპუტატებს გადასცეს, რომლებიც აღნიშნული საკითხის გამოძიებას მოითხოვენ.