„ევრომაიდნის“ აქტივისტებს სავარაუდოდ 70-მდე სამართალდამცავი მძევლად ჰყავთ აყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცავების ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია. კოლეგების დასაცავად კი ძალოვან სტრუქტურებს საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მიეცათ.