
დღეს, 19:00 საათზე საქართველოში უკრაინის საელჩოსთან აქცია – „ჟურნალისტების სოლიდარობა უკრაინას“ გაიმართება.
აქციის გამართვის იდეა სოციალურ ქსელში ჟურნალისტებს გაუჩნდათ:
„დღეს უკრაინაში გლოვის დღეა. გვსურს, ამ ფორმით სოლიდარობა და თანაგრძნობა გამოვუცხადოთ უკრაინელებს და მშვიდობა ვუსურვოთ“, – აცხადებენ ქართველი ჟურნალისტები.
ცნობისთვის, უკრაინის საელჩო ჭავჭავაძის 76–ში მდებარეობს.