
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად დაღუპულთა რაოდენობაზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, კიევის არეულობების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს 445-მა ადამიანმა მიმართა, მათგან 280 ჰოსპიტალიზირებულია. დაშავებულთა შორის 88 სამარათალდამცავი, 6 ჟურნალისტი, 1 დეპუტატი, 4 არასრულწლოვანი და ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.