ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის ხელისუფლების 20 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სანქციების დაწესების შედეგად, სიაში შეყვანილ მაღალჩინოსნებს აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ და ისინი აშშ-ს ვიზებს ვეღარ მიიღებენ. უკრაინაში შექმნილი ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაძლოა დაწესებული სანქციები გაუქმდეს.