
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა არ დააკმაყოფილა სოჭში უკრაინის სპორტული დელეგაციის თხოვნა,უკრაინელი სპორტსმენებისთვის, გლოვის ნიშნად შავი სამკლაურებით ასპარეზობის ნების დართვის შესახებ.
სოკ-ისგან დელეგაციამ თხოვნის პასუხად მიიღო, რომ მსგავსი რამ იკრძალება ოლიმპიური ქარტიით და დაუშვებელია. ამასთან, სოკ-მა მიუთითა, რომ ადრე სჭის ოლიმპიადაზე ამავე ხასიათის თხოვნაზე უარი ეთქვა ნორვეგიისა და კანადის დელეგაციებსაც, რომლებიც ამ ფორმით თავიანთი ხალხისთვის გასაჭირში თანადგომას აპირებდნენ.