-
2016-11-23 23:45
უკრაინის ახალი ძალების პლატფორმის ინიციატორი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგომის შემდეგ პირველ ქუჩის აქციას კიევში აანონსებს და უკრაინელებს "ღია რადაზე" იწვევს.
ვიდეომიმართვაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" გაავრცელა, ის მოუწოდებს უკრაინელებს, კიევის ცენტრში, მუზეუმის შესახევთან, 27 ნოემბერს, 13:00 საათზე შეიკრიბონ. სააკაშვილი "ღია რადაზე" მოქალაქეებსა და ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს ეპატიჟება.
ვიდეომიმართვაში, რომელიც უკრაინულად და რუსულადაა ჩაწერილი, სააკაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაბლოკა "ახალი ძალების პლატფორმის" აქტივობა მის მიერ კონტროლირებად ტელეარხებზე.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29