ელენე ხოშტარია: მიხეილ სააკაშვილი პარტიის გადაწყვეტილების პატივისცემას უნდა შეეჩვიოს

Image

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი სახე და პარტიული სიის მესამე ნომერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის შესახებ პარტიამ მიიღო და მიხეილ სააკაშვილიც უნდა შეეჩვიოს იმას, რომ პატივი სცეს პარტიის გადაწყვეტილებას. 

 

მისი თქმით, პარლამენტში შესვლაზე და მეორე ტურში მონაწილეობაზე პარტიაში იმსჯელეს და ყველას, მათ შორის, თავად მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც მოისმინეს, რის შემდეგაც პოლიტსაბჭო შეიკრიბა და უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ პარტიამ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ბერკეტები უნდა გამოიყენოს:

 

"ჩამოვყალიბდით, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ როგორც პარტია, წინ აღვუდგეთ იმ საფრთხეებს, რაც მოდის საკონსტიტუციო უმრავლესობიდან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო დემოკრატიული ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ. როცა პარტიის მიერ ერთიანად არის გადაწყვეტილება მიღებული, ვერავის ცალკე აღებულის პოზიცია გავლენას ვერ მოახდენს. მიხეილ სააკაშვილიც უნდა შეეჩვიოს იმას, რომ როდესაც პარტია იღებს გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს,” - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ. 

 

მისივე თქმით, ენმ-ის პოლიტსაბჭოს განცხადებაში გამოხატული პოზიცია აქტივისტების წინააღმდეგ არ იყო მიმართული:

 

“ეს განცხადება იყო მადლობა მხარდამჭერების მიმართ, რადგან მათ ზეწოლის პირობებში მოუწიათ მუშაობა და მნიშვნელოვანი იყო ეს დაგვეფასებინა. იყო კამპანიური ხასიათის სუბარი, რომ პარლამენტში შესვლა არის ღალატი, გარიგება და ასე შემდეგ. ამ პოზიციაზე ითქვა, რომ ეს ვერ იქნება პარტიის მხარდამჭერი პოზიცია,”- თქვა მან. 

 

შეგახსენებთ, უფრო ადრე ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი დიდი პოლიტიკური ფიგურაა და მას ვერავინ შეცვლის, მაგრამ მისი ქცევა კერპად არ შეიძლება. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?