უგულავა საკუთარი ქვისლის დაკავებაზე: ეს მორიგი ტაკიმასხარაობაა

Image

გიგი უგულავა პარტიის დასაფინანსებლად შექმნილი დანაშაულებრივი სქემის თაობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებას "ტაკიმასხარაობას" უწოდებს..

 

 

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაკავებული გიორგი ღონიაშვილი მისი ქვისლია და მას არანაირი კავშირი არ აქვს ,,ნაციონალურ მოძრაობასთან". უგულავას განცხადებით, ეს ნაბიჯი პარტიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

 

"დღეს მე, ისევე, როგორც მთელმა საზოგადოებამ, ვიხილე მორიგი ტაკიმასხარაობა, დადგმული ფინანსური პოლიციის მიერ. როგორც ჩანს მუშაობა დაიწყო იმ გეგმამ, რომელიც ბატონმა ღარიბაშვილმა დააანონსა, როცა თქვა, რომ ცხელი ზაფხული იქნება და რომ არც ერთ რაიონში "ნაციონალურ მოძრაობას" არ გაამარჯვებინებენ.

 

არჩევნებამდე 10 დღით ადრე, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მათ გადაწყვიტეს მთავარი ოპოზიციური პარტიის (რომლის მიმართ პირადად ღარიბაშვილს და ივანიშვილს დიდი ძრწოლა აქვთ და როგორც ჩანს, დილაობით სარკეში რომ იხედებიან ისევ "ნაციონალური მოძრაობა" ელანდებათ) ამგვარი მეთოდებით დისკრედიტაცია.

 

დაკავებული გიორგი ღონიაშვილი არის ჩემი ქვისლი და მეგობარი, მაგრამ მას ერთიან "ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირი კავშირი არ გააჩნია. ისაა პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანი. მას აქვს თავისი საქმე და ეწევა ამ საქმეს. მისი დაკავშირება "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობასთან არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, დეზინფორმაცია და ტყუილი და მიზნად ისახავს პირადად ჩემს და პარტიის დისკრედიტაციას", -  განაცხადა უგულავამ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !