სანამ რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში იმყოფებოდა, მოსკოვში მოვლენები მისთვის არცთუ სასიამოვნოდ განვითარდა: მოსკოვის ცენტრში, კუტუზოვის პროსპექტზე ავტოავარიის დროს ვლ. პუტინის საესკორტო მანქანის მძღოლი დაიღუპა, ძვირადღირებული მანქანა კი დაიმტვრა.
საუბარია ვლადიმირ პუტინის ესკორტის დაჯავშნულ BMW-ზე, რითაც ვლადიმირ პუტინი ხშირად ჩნდებოდა სახალხო დღესასწაულებზე თუ სხვადასხვა ლოკაციაში, ესკორტში მთავარ Mercedes S600 Pullman ერთად.
იმის მიუხედავად, რომ დაჯავშნული საპრეზიდენტო ავტომანქანა უსაფრთხოების ულტრათანამედროვე დეტალებითაა აღჭურვილი, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა და "ბე ემ ვეს" მძღოლი ადგილზე დაიღუპა მას შემდეგ, რაც შემხვედრი მიმართულებით მომავალ, ასევე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მანქანას დაეჯახა. ავარია სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს.