-
2014-02-19 02:46
რამდენიმე წუთის წინ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმად, კიევში 18 თებერვლის შეტაკებების დროს 11 ადამიანია დაღუპული.
„18 თებერვლის 23:00 საათის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებს 221-მა დაშავებულმა დემონსტრანტმა მიმართა, აქედან 111 ჰოსპიტალიზებულია, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე დროს, შსს ავრცელებს მონაცემებს და აზუსტებს, რომ კიევში შეტაკებებს 7 მილიციელი ემსხვერპლა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26