
რამდენიმე წუთის წინ უშედეგოდ დამთავრდა „ბერკუტის“ შეტევაზე გადასვლის მცდელობა ინსტიტუტსკაიას ქუჩის მხრიდან.
ძალოვნებმა შეტევაზე მაშინვე გადავიდნენ, როცა მაიდანზე ლოცვა დაიწყეს და „მამაო ჩვენოს“ კითხულობდნენ. პირველ თავდაცვით ზოლზე განლაგებულმა აქტივისტებმა „ბერკუტს“ წინ წასვლის საშუალება არ მისცეს - მილიციელებს ქვები და „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს, რის შემდეგაც ძალოვნებმა უკან დაიხიეს.
უკანდახევის დროს აქტივისტებმა ერთი ბერკუტელი მძევლად აიყვანეს. ამ დროისთვის კიევის ცენტრში მთლიანად გათიშულია ელექტროენერგია. დაპირისპირება გრძელდება. ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები აქტივისტებს მიმართავენ, რომ სცენას მოერიდონ, რადგან მათი თქმით, "ბერკუტი" და სნაიპერები უკვე სცენას ესვრიან.