
ევრომაიდნის აქტივისტმა სერგეი მორგუნოვმა „ფეისბუქზე“ შემზარავი კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ ეცემა ტყვიით მოცელილი აქტივისტი. მორგუნოვის ცნობით, მისი გადაღცენა ვერ მოხერხდა.
სერგეი მორგუნოვი: „ბოლშაია ჟიტომირსკაიაზე „ტიტუშკებმა“ ორ ბიჭს ესროლეს. ერთი დაიღუპა. მეორეზე არაფერი ვიცი. ცხოვრებაში პირველად გავიგონე ტყვიების წივილი. დაღუპული ჩემს წინ იდგა, მე მოვასწარი, მანქანას ამოვფარებოდი.
მათ ყუმბარების სროლა დაიწყეს, როგორც „მენტებმა“. ჩვენ უკან დავიხიეთ. ბიჭები, უბრალოდ, იდგნენ და ათვალიერებდნენ, რამდენი იყვნენ ისინი. მათ ცეცხლი გახსნეს. არ ვიცი, რატომ. ძირითადი ძალა ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო მოსული. ისინი ჩაცმული არიან, როგორც ჩვენი თავდაცვითი რაზმების ბიჭები“.
ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ ფანჯარას შესაბამისი წარწერით