
ევრომაიდნის აქტივისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მოწოდებას იმის შესახებ, რომ მოშორდნენ ტელეეკრანებს და ევრომაიდანზე გავიდნენ, შედეგი გამოიღო.
ამ დროისთვის მაიდანზე დემონსტრაციის მონაწილეთა რაოდენობა ბევრად გაიზარდა, სახალხო თავდაცვის რაზმები ახალი მოხალისეებით შეივსო. იმის მიუხედავად, რომ კიევის ცენტრისკენ მიმავალი გზები, პრაქტიკულად, ბლოკირებულია, მოქალაქეები მაინც ახერხებენ ევრომაიდნამდე მიღწევას.
შსს აცხადებს, რომ კიევში დილით დაწყებული შეტაკებების შედეგად 6 მილიციელი დაიღუპა.
უკრაინაში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა კიევში განვითარებულ მოვლენებზე, პირველ რიგში, ქვეყნის პრეზიდენტს ეკისრება.
ხელისუფლებას, ოპოზიციასა და დაპირისპირებულ მოქალაქეებს მიმართა კიევის პატრიარქმა ფილარეტმა, რომელმაც მათ მოუწოდა, მიიღონ ყველა ზომა სისხლისღვრის შესაჩერებლად.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დროისთვის უკვე დაწყებულია იანუკოვიჩისა და კლიჩკოს შეხვედრა.