დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებაში ენმ-ს შესაძლო დაბრუნებაზე: „ალალად მეშინია... არ აგვცდება, მგონი“

Image

„ფეისბუქზე“ კამათი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მედიაექსპერტ ია ანთაძის სტატუსმა, სადაც ის წერს, რომ ენმ-ს მხარდამჭერები „ფეისბუქზე“ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით იმუქრებიან, ხოლო 21-ე საუკუნის პოლიტიკოსი არ შეიძლება, პატიოსანი ადამიანებისთვის საშიში იყოს. 

 

„ოცდამეერთე საუკუნის ნორმალური პოლიტიკური ლიდერი არ შეიძლება, რომ პატიოსანი ადამიანებისთვის საშიში იყოს. და არც ის შეიძლება, რომ ნორმალური პოლიტიკური ლიდერის ხელისუფლებაში დაბრუნებით ადამიანების ერთი ჯგუფი განუწყვეტლივ ცდილობდეს სხვა ჯგუფების დაშინებას (რაც ხშირად ხდება ფეისბუკში).

 

საშიშია სადისტი, რომელიც ცდილობს, თავისი უძლურებიდან ყოვლისშემძლეობის ილუზია შექმნას და რომელიც ამ ილუზიის შექმნას ადამიანების სიცოცხლეს სწირავს (როგორც ერიხ ფრომი გვასწავლის)“, დაწერა ია ანთაძემ, მოგვიანებით კი სტატუსს მიაწერა:

 

„ამ პოსტის შთაგონების წყარო გახლავთ ჩემი წინა პოსტის კომენტარები, სადაც ამაყად გვარწმუნებენ, რომ გული გვისკდება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შიშით“.

 

სტატუსს რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი გამოეხმაურა:

 

„მე მაგაში დარწმუნება არ მჭირდება. ალალად მეშინია. თან ამათ რომ ვუყურებ, არ აგვცდება მგონი, ისევ ჩვენ თუ არ ვქენით რამე. ჩვენ-ში ვის ვგულისხმობ, მოგვიანებით დავაზუსტებ“, - დაწერა მან.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !