ვიტალი კლიჩკო ცოტა ხნის წინ ბანკოვაიას ქუჩაზე, უკრაინის პრეზიდენტთან, ვიქტორ იანუკოვიჩთან შესახვედრად გაემართა.
ამის შესახებ პოლიტიკოსის პრესმდივანმა ინფორმაცია „ტვიტერზე“ დაწერა. სავარაუდოდ, ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტი განიხილავენ, რა უნდა იღონონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.