
ლვოვში ანტისახელისუფლებო დემონსტრაციის მონაწილეებმა შსს-ს საოლქო სამმართველოს შენობა აიღეს და პირველ სართულზე გამაგრდნენ.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, დემონსტრანტებმა გაარღვიეს სამართალდამცველთა კორდონი და მილიციელები აიძულეს, პირველიდან მეორე სართულზე ასულიყვნენ. ამ დროისთვის შენობის პირველ სართულზე დემოსტრანტები არიან გამაგრებული. მათ სავარძლებისა და მაგიდებისგან ბარიკადები გააკეთეს.
ამასთან, ივანოვო-ფარნკოვსკში ამ წუთებში ისევ გრძელდება ადგილობრივი საოლქო ხელისუფლებისა და შსს საოლქო სამმართველოს შენობათა შტურმი.