პაატა ზაქარეიშვილი 2003 წელს: „აფხაზეთში არანაირი ეთნოწმენდა და გენოციდი არ ყოფილა“

Image

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი 2003 წელს, პოლიტოლოგის ამპლუაში მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მოახდინა მაშინდელმა პარლამენტმა აფხაზეთში ეთნოწმენდისა და გენოციდის აღიარება.

 

პაატა ზაქრეიშვილი მაშინ მიიჩნევდა, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის მხრიდან ეთნოწმენდასა და გენოციდზე ყურადღების გამახვილება, ასევე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შესატანად გამგზავრება წმინდა წყლის პოლიტიკური ნაბიჯი იყო, რადგან „მას ეს საკითხი მხოლოდდამხოლოდ სალაპარაკოდ სჭირდება და ხელს აძლევს კიდეც, რომ ეს პრობლემები დაუსრულებლად განიხილებოდეს“.

 

ზაქარეიშვილი ასევე ამბობდა, რომ ეთნოწმენდისა და გენოციდის აღიარება „მითოლოგიის სფერო“ და „ნადარეიშვილის საარჩევნო კამპანიის ნაწილი“ იყო, რათა მას დევნილების გული მოეგო. მისი მტკიცებით, რომის სტატუსი, რომლის ფარგლებშიც საქართველო ითხოვდა ეთნოწმენდის აღიარებას, მხოლოდ იმ დანაშაულს განიხილავს, რომელიც 2001 წლის მერე (საქართველოში კონვენციის რატიფიცირების შემდეგ) მოხდა.

 

„უფრო ლოგიკური იქნებოდა ნადარეიშვილის მოთხოვნა, რომ არ შევუერთდეთ ამ კონვენციას და ისე შევიდეთ აფხაზეთში, რადგან კონვენციასთან მიერთება, ფაქტობრივად, აფხაზების გამოცხადებულ გენოციდს ნიშნავს“, - ამბობს ნადარეიშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში, რომელიც 2003 წლის 23 მაისის ნომერში გამოქვეყნდა:

 

„მოდი, ასე მივუდგეთ საკითხს: რაში გვჭირდება გენოციდის აღიარება? ...დავუშვათ, ჩვენ დავამტკიცეთ გენოციდის ფაქტი, შემდეგ რა მოხდება, ამით ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს თუ პირიქით, უფრო დავიშორებთ? ეს დემაგოგიის კლასიკური მაგალითია“, - აცხადებდა ზაქარეიშვილი.

 

„ის, რაც აფხაზეთში ამ პერიოდში ხდება, არ მიეკუთვნება ეთნოწმენდისა და გენოციდის ფაქტებს. რაც იქ ხდება, კრიმინალია, ეს კი არ ჯდება საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულების კლასიფიკაციაში. მით უმეტეს, იქ ერთნაირად იხოცებიან აფხაზებიც და ქართველებიც. ეს არის კრიმინალური გარჩევები, რადგან იქ არის თხილის, მანდარინის, ნარკოტიკებისა და სხვა ბიზნესი. ამას გარდა, თავად სეპარატისტები აღიარებენ, რომ ეს არის კრიმინალი და მათ არ ანიჭებენ ეთნიკური კონფლიქტის კლასიფიკაციას.

 

... ომის დროსაც სეპარატისტებს გამოჰყავდათ კორპუსებიდან ქართველები და ხვრეტდნენ, მაგრამ ზოგს არ ხვრეტდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ ომის საშინელება: გამოიყვანენ 25 ქართველს, აქედან 20 დახვრეტენ და ხუთს არა, ანუ, საომარ პირობებშიც არსებობდა ის, რაც ცოტა ძნელი ასახსნელია“, - აგრძელებდა მსჯელობას ზაქარეიშვილი.

 

„რატომ მიდის ნადარეიშვილი ჰააგაში და რატომ არ შეაქვს საქმე განსახილველად ჩვენს სასამართლოში? იმიტომ რომ არანაირი ეთნოწმენდა და გენოციდი არ ყოფილა. მას ეს საკითხი მხოლოდ სალაპარაკოდ სჭირდება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა გაზეთთან ინტერვიუში. 

 

 

zaqa.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !