იანუკოვიჩმა კლიჩკოს დაურეკა, პარუბიმ ინსულტი მიიღო, „რეგიონები“ ერთ საათში ევრომაიდნის გაწმენდას აანონსებს

Image

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ვიტალი კლიჩკოს დაურეკა და მოლაპარაკების დაწყება შესთავაზა.

 

ამის შესახებ სცენიდან განცხადება თავად ვიტალი კლიჩკომ გააკეთა და აღნიშნა, რომ მათი ერთადერთი პირობა „ბერკუტის“ შეჩერება და ძალოვნების გაყვანაა: „მე მზად ვარ ვისაუბროთ, განვიხილოთ სიტუაცია, მაგრამ ხალხის გაწირვა უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კლიჩკომ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ევრომაიდნის კომენდანტმა ანდრეი პარუბიმ, რომელიც ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე შეტაკებებში მონაწილეობდა, თავში რამდენიმე დარტყმისგან ინსულტი მიიღო. „თავდაპირველად ჩანდა, რომ მას კონტუზია ჰქონდა მიღებული, მაგრამ ინსულტი დაუდგინდა“, - წერენ აქტივისტები სოციალურ ქსელებში.

 

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „რეგიონების“ ერთერთმა წარმომადგენელმა ოლეგ ცარევმა რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევრომაიდანი ერთი საათის განმავლობაში გაწმენდილი იქნება.

 

ევრომაიდანზე შტურმსა და ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს უკვე მოჰყვა შეფასებები ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის მხრიდან. აშშ აცხადებს, რომ „განიხილება სხვადასხვა ზომების მიღება“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამასთან, უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა სტივენ პაიფერმა განაცხადა, რომ იანუკოვიჩი მოვლენების მშვიდობიანად განვითარების ბოლო შანსებს სპობს.

 

აღსანიშნავია ასევე, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ხაზგასმულია სანქციების გატარების შესაძლებლობა, ხოლო პოლონეთი აცხადებს, რომ „ევრომაიდნის დარბევას სერიოზული გართულებები“ მოჰყვება უკრაინის ხელისუფლებისთვის.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !