
კიევში ევრომაიდნის შტურმს „ბერკუტის“ მიერ პირველი მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ გაიტანეს.
ამის შესახებ LB.ua--ს კორესპონდენტი იუწყება. ჟურნალისტი წერს, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია, თუმცა, ვერ გაარკვია, რა დაზიანებები მიიღო მან.
შეგახსენებთ, რომ თბილისის დროით დაახლოებით 21:00 საათზე უკრაინელმა ძალოვნებმა ევრომაიდნის შტურმი დაიწყეს.