
ევრომაიდნის შტურმის დროს აქტივისტებმა ცეცხლი წაუკიდეს ჯავშანტრანსპორტიორს და ამისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს.
ჯავშანტრანსპორტიორში ნიღბიანი, სავარაუდოდ, შინაგანი ჯარის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ალმოდებული მანქანიდან ამოსვლისას აქტივისტებს მათთვის ხელი არ შეუშლიათ. ჯავშანტრანსპორტიორი კრეშატნიკის ქუჩაზე, ევროპის მოედნის მხრიდან მონაწილეობდა შტურმში, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება.
სამართალდამცველებმა უკვე რამდენჯერმე მიმართეს ქალებსა და ბავშვებს, დატოვონ ევრომაიდანი, მაგრამ ხალხი არ იშლება და წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებს. ევრომაიდნის ტრიბუნაზე გამომსვლელები ერთმენეთს ენაცვლებიან და უკრაინელებს ერთად დგომისკენ მოუწოდებენ. ალყაშემორტყმული აქტივისტები თან ბერკუტელებს იგერეიებენ, თან უკრაინის ჰიმნსა და სხვა პატრიოტულ სიმღერებს მღერიან.