ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების მხოლოდ ეკონომიკურ ნაწილს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების თავი და თავი სწორედ ბიძინა ივანიშვილია.
"სულ ვფიქრობდი, რა იქნებოდა მეოთხე საუკეთესო წელი და აღმოჩნდა, რომ ეს არის შავ ზღვაში მოცურავე ტიტა. არავითარი NDI_ის კვლევა არ არის საჭირო, ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი შევა სახელით ავბიძინა. მაშინ როცა ხალხი შიმშილობს, მილიარდელი შავ ზღვაში მიაცურებს ტიტას, ასწლოვან ხეს, თავის ეზოში დასავანებლად“ – განაცხადა ნათელაშვილმა ,,არჩევანის“ ეთერში.