მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკიდან უკრაინის „მეხუთე არხზე“, პირდაპირ ეთერში ჩაერთო

Image

საქართველოს პრეზიდენტი (2004-2013წწ) მიხეილ სააკაშვილი უკრაინული ტელევიზიის „მეხუთე არხის“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო.

 

მიხეილ სააკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა ყველა დაღუპულის ახლობლებს:

 

„მათ შორის, როგორც გავიგე, საქართველოს მოქალაქეცაა, მათაც და ყველა დაღუპულის ოჯახებს მინდა მივუსამძიმრო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მისი განცხადებით, აბსურდულია უკრაინის ხელისუფლების განცხადება იმის შესახებ, რომ კიევის ცენტრში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ მიმდინარეობს:

 

„არანაირი ანტიტერორისტული ოპერაცია ეს არ არის, ეს არის ტიანენმენის მოედანზე (მოედანი პეკინში, სადაც 1989 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო დემონსტრაცია, - ლ.ბ.) ჩატარებული სისხლისღვრის განმეორება ევროპის ცენტრში. მე აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის გმირობით, ამ ერზე მშვიდობისმოყვარე ერი, ალბათ, არ არსებობს.

 

ვლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ იმ თანხად, რა თანხაც ორი მილიარდის სახით მან გადაუხადა იანუკოვიჩს, იყიდა უკრაინის სუვერენიტეტი, იყიდა უკრაინელი ხალხის თავისუფლება, მაგრამ მე მწამს, რომ უკრაინელი ხალხი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა კავშირს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებულ აგრესიასა და დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შორის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სხვათა შორის, სცენარი საქართველოს მიმართ პუტინის აგრესიისა და უკრაინის მიმართ აგრესიას შორის აბსოლუტურად ერთნაირია:

 

„პუტინი დაჰპირდა 2 მილიარდს უკრაინას მორჩილების სანაცვლოდ, თავის დროზე, 2012 წელს, არჩევნებზე პუტინმა საქართველოსთვისაც გადაიხადა 2 მილიარდი, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხი ბრძენი აღმოჩნდება და პუტინის გეგმა ჩაიფუშება. ამავე დროს, ევროკავშირი უნდა გამოფხიზლდეს და უფრო მკაცრ ქმედებებს უნდა მიმართოს - ეს ძალიან ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს კარგად ესმის“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა „მეხუთე არხზე“ ჩართვის დროს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !