
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა წარადგინა. გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.
შეკითხვის პასუხად, როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, გამოკითხულთა 14 %-მა აღნიშნა, რომ ”პროდასავლური”, 52 %-ის აზრით, ”პროდასავლური, თუმცა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთანაც”, 5 % ფიქრობს, რომ ”პრორუსული”, 16 %-ის აზრით კი, ”პრორუსული, თუმცა საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან”. 11 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.