
ამ წუთებში რადას დეპუტატმა ირინა გერაშენკომ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ საავადმყოფოში მიყვანილი კიდევ ერთი დაჭრილი დემონსტრანტი გარდაიცვალა. მისი ინფორმაციით, საავადმყოფოში ასამდე დაჭრილი დემონსტრანტია.
ამ დროისთვის „ბერკუტი“ და მილიცია ევრომაიდნის შტურმს ახორჩიელებს. უკრაინის დედაქალაქის ცენტრში ფაქტობრივად, გამოცხადდა საგანგებო მდგომარება. კიევის ყველა შემოსასვლელი 30 კმ.-ის რადიუსში ბლოკირებულია, ოლქებიდან წამოსულ მანქანებს კიევში არ უშვებენ.